სამართალდამცავების მორიგი სავარაუდო სამართალდარღვევა - გორში პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ

სულ ნახვები : 329
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სამართალდამცავების მორიგი სავარაუდო სამართალდარღვევა - გორში პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ.

როგორც ირკვევა, პოლიციელებმა ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს და სცემეს, თუმცა დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ სადარბაზოში ისხდნენ და არსად არაფერი მოუპარავთ.

დაკავებულები საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების და ძალის გადამეტებაზე.

როგორც დაკავებლების მშობლები აცხადებენ, დაკავებისას სამ კაცს რამდენიმე პოლიციელმა სცემა, სამართალდამცველები კი პირიქით, დაკავებულს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათზე ფიზიკურად იძალადეს.

„ქურდობას აბრალებენ, რატომ ისხედით სადარბაზოშიო. გარეთ როცა გაიხედეს ბავშებმა ნახეს, რომ 3-4 „პიკაპი“ კი იყო მობილიზებული ანუ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო. ახლა კი პოლიციელები პირიქით ჩივიან და ამბობენ, რომ ბავშვებმა ძალა გამოიყენეს და სცემეს. ბავშვები არიან 19-20 და 21 წლის. პოლიციელი რის პოლიციელია თუ 19 წლის ბავშვს ვერ დააკავებს.გაძალიანება თუ მოხდა, მეც გავუძალიენდებოდი, როცა უსამართლოდ მიჭერ და მიგყავარ და მეუბნები, რომ ქურდობა ჩავიდინე.

ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ სამართალს და ექსპერტიზას“ , - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა