ნიკო მანაგაძეს დაზარალებულის სტატუსი ჯერ-ჯერობით არ მიანიჭეს

სულ ნახვები : 265
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელს, თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტ, ნიკო მანაგაძეს, 2024 წლის 7 ივნისს მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, დაზარალებულის სტატუსი ჯერაც არ მიანიჭეს.

გუშინ, 9 ივნისს გვიან ღამით, მანაგაძე მომხდართან დაკავშირებით გამოჰკითხეს, როგორც თავად აცხადებს, ის მოწმის სახით იქნა გამოკითხული.

„მოწმის სახით დამიკითხეს იმ საქმეზე რომლის მსხვერპლიც ვარ სინამდვილეში. ამიტომ მითხრეს, რომ არ მაქვს უფლება ვიცოდე რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ასე შემდეგ, შესაბამისად, არ მითხრეს დაზუსტებით, დაუშვათ არის თუ არა კამერების ჩანაწერები ამოღებული. მივყვები ფორმალურ პროცედურებს, ჩაიბარეს ის ტანსაცმელი, რომელიც მეცვა უშუალოდ თავდასხმის დღეს და აღენიშნება სისხლის ლაქები, მოხდა დეტალური გამოკითხვა, ვისაუბრე იმაზე რაც მოხდა უშუალოდ იმ დღეს და რაც უძღოდა ამას წინ“, - აცხადებს მანაგაძე.

ცნობისთვის, მანაგაძეს 7 ივნისს უნივერსიტეტთან „ოცნების“ ტიტუშკები დახვდნენ, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად მანაგაძე მიყენებული აქვს დაჟეჟილობები სახის და თავის არეში, ასევე მას დასჭირდა ყურის გაკერვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა