გურამ ადამიას საქმეზე გადაწყვეტილება 13 ივნისს გამოცხადდება
...
თბილისი საქალაქო სასამართლოში გურამ ადამიას საქმის განხილვა გაიმართა. ის აქციაზე სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, მას იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, რომ იზოლატორმა არ მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველები ადამიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევას ედავებიან.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებად 2 პოლიციელი დაიკითხა. ისინი აცხადებდნენ რომ ადამია იგინებოდა, თუმცა ვიცი მისამართით, ეს არ დაუკონკრეტებია. მეორე პოლიციელმა კი განაცხადა, რომ ადამია პარლამენტის შესასვლელს ბლოკავდა. რაც შეეხება დაზიანებებს პოლიციელების თქმით, დაზიანებები ადამიას იმ დროისათვის უკვე ჰქონდა როდესაც დააკავეს.
ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი 13 ივნისს გამოაცხადებს.