შალვა ამირანაშვილის მუზეუმში დაცული ფერწერული ნამუშევრები დაზიანდა?

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გავრცელებული ინფორმაციით, შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელოვნებო მუზეუმის საცავებში სადაც მე-20 საუკუნის ტილოებია განთავსებული, წყალი ჩავიდა და ფერწერული ნამუშევრები დასველდა.

მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ეკა კიკნაძის განცხადებით, შალვა ამირანაშვილის მუზეუმში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა, კულტურის მინისტრ, თეა წულუკიანს ეკისრება.

„არ არსებობს უფრო მეტად დამაზიანებელი ფაქტორი ფერწერული ტილოებისთვის, ვიდრე ეს არის ნესტი, მითუმეტეს სისველე აქ საუბარია ზედ პირდაპირ მილის გახეთქვაზე და წყლის დასხმაზე. როგორც ვიცი საუბარია თანამედროვე ფერწერის ნიმუშებზე, რომელიც შედგება მე-20 საუკუნის თანამედროვე მხატვრობისგან. წულუკიანის არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული გუნდი, ვერ დაძლევდა ისეთ სირთულეს, როგორიც არის შენობის რეაბილიტაცია“, - აცხადებს მუზეუმის ყოფილი დირექტორი ეკა კიკნაძე „ფორმულასთან“ საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა