გვაძაბია: ბესარიონ აპლიას მოთხოვნა, რუსეთმა თავისი ომოფორის ქვეშ მიიღოს აფხაზი მრევლი, მოსკოვის მიერ არის პროვოცირებული

სულ ნახვები : 664
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის წინამძღოლი ბესარიონ აპლია რუსეთის პატრიარქ კირილს კიდევ ერთხელ მიმართავს და თხოვს თავისი ომოფორის ქვეშ მიიღოს აფხაზი მრევლი.

დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია CNews-თან საუბარში ამბობს, რომ აპლიას ეს განცხადება დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

„ეს თხოვნა არ არის პირველი. პერიოდულად წამოჭრიან ხოლმე ამ თემას ნაციონალ-სეპარატისტები და ეს ხშირ შემთხვევაში ორკესტრირებულია რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკური მოვლენებთან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნებისმიერი გაფაჩუნება პოლიტიკურ ლანდშაფტზე უნდა განვიხილოთ მხოლოდ ამ არჩევნების კონტექსტში. რეგიონში წარმოუდგენელი მასშტაბის გეოპოლიტიკური თამაშები მიდის უდიდესი გეოპოლიტიკური აქტორების მონაწილეობით და თუ გადავხედავთ 2000 წელს მიღებულ კავკასიის სატაბილურობის გასაიდუმლოებულ პაქტს რომლის ასლიც მე გამაჩნია, დიდი სიზუსტით ხდება შესაძლებელი რაღაცეების პროგნოზირება.

ეს ე.წ. კავკასიის სტაბილურობის პაქტი საკონსულტაციო ხასიათისაა მაინც ძალიან საყურადღებოა....უკრაინაში ომმა ბევრი კორექტივები შეიტანა მაგრამ მაინც არ კარგავს მნიშვნელობას... აპლიას განცხადება ამ გრანდიოზული თამაშის ძალიან პატარა ეპიზოდია...

ეს ამ ეტაპზე რუსეთის პროვოცირებულია. ჩვენ მალე ვნახავთ საქართველის საპატრიარქოს და ბიძინას დაჯგუფების ფსევდოპატრიოტულ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით“, - ამბობს გვაძაბია CNews-თან საუბარში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა