ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას კან კვარჩია აპირებს

სულ ნახვები : 369
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარას“ ლიდერმა კან კვარჩიამ შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს 2025 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან პროექტ „ხმა კულისებში“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კვარჩია ამბობს, რომ მხარდამჭერები მას კენჭისყრისკენ მოუწოდებენ. ის მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ „არ იქნება ღირსეული ხალხი, რომელსაც ქვეყნისა და ხალხის ბედი შეიძლება ანდო“.

„დღეს ჩვენ გვჭირდება კრიზისის მენეჯერი. ის, რომელიც შეაჩერებს უკანონობასა და ქაოსს, დაამაგრებს მას და ახალ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო წინ წაიწიონ ქვეყანა. ალბათ, დღეს ამ როლს შევასრულებდი“, - აღნიშნა მან.

2020 წლის არჩევნებზე კვარჩიამ დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო გადაწყვიტა კანდიდატად არ გამოსულიყო. შემდეგ სოხუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

მანამდე ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერმა ტიმურ გულიამ განაცხადა, რომ არჩევნებში ადგურ არძინბას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. არჩევნებში მონაწილეობას აფხაზეთის მოქმედი ლიდერი ასლან ბჟანიაც გეგმავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა