БРИКС-ის თამაშების გახსნაზე საქართველოს დროშა აფხაზურ და ოსურთან ერთად გამოჩნდა

სულ ნახვები : 571
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

БРИКС-ის თამაშების გახსნის ცერემონია 12 ივნისს თათარსტანის დედაქალაქში,  ქალაქ ყაზანში გაიმართა.

БРИКС-ი არის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის ალიანსი, რომელსაც ასევე შეუერთდნენ UAE, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია.

ცერემონიის ფარგლებში გაიმართა სპორტსმენების აღლუმი, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები. ამგვარად, ცერემონიაზე აფხაზურ და ოსურ დროშევთან ერთად ქართული დროშაც გამოჩნდა.

აფხაზეთის ნაკრები თამაშებზე 49 მონაწილითაა წარმოდგენილი, სამხრეთ ოსეთის ნაკრები 22-ით. საქართველო

ორი ქართველი სპორტსმენით მონაწილეობს, ესენი არიან ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა