კახა კალაძეს და მამუკა მდინარეძეს Facebook-მა სარეკლამო პოსტები დაუბლოკა

სულ ნახვები : 1,221
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2020-დან 2024 წლამდე კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე პოსტების დასპონსორებაში ჯამში $74 ათასი აქვთ გადახდილი - ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, Facebook-მა თბილისის მერს, კახა კალაძეს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს სარეკლამოს პოსტები წაუშალა.

„მმართველი პარტიის წევრები მნიშვნელოვან თანხას ხარჯავენ Facebook-ზე პოსტების დარეკლამებაში.

2020-დან 2024 წლამდე კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე პოსტების დასპონსორებაში ჯამში $74 ათასი აქვთ გადახდილი.

მამუკა მდინარაძის პოსტი, რომელიც მოსახლეობას არწმუნებდა ე.წ. “რუსული კანონის” ევროპულობასა და გამჭვირვალობაზე, Facebook-მა დარეკლამებისას დაბლოკა.

კახა კალაძემ 200 აშშ დოლარი გადაიხადა ვიდეო მიმართვის დასპონსორებითვის, რომელიც არასახელისუფლებო მედიებს აკრიტიკებდა.

Facebook-მა თბილისის მერსაც წაუშალა პოსტზე რეკლამა, რადგან სოციალური ქსელის სტანდარტებს ეწინააღმდეგობოდა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

ფაქტია, რომ მმართველი პარტიის წევრები ცდილობენ დარეკლამებული პოსტებით გაავრცელონ მცდარი ნარატივი და ზიანი მიაყენონ კრიტიკულ მედია საშუალებებს, პარალელურად კი Meta მათ პოსტებს შესაბამისი სტანდარტების დარღვევის გამო შლის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა