ეს მართლა უდიდესი გამარჯვებაა - მოგველის სერიოზული თამაში ესპანეთთან - გუცაევი

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს თამაში რომ დამთავრდა, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ რა ბედნიერები არიან თვითონ ფეხბურთელები, რომ ასეთი უდიდესი სიყვარული დაიმსახურეს გულშემატკივრების. ყველაზე მეტად მიხარია ახალგაზრდების, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, უნდა ჰყავდეთ თავისი გმირები და თავისი გმირები არიან ის პიროვნებები, რომლებსაც უყურებენ დღეს - ამის შესახებ ვლადიმერ გუცაევი  საუბრობს.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ესპანეთის სახით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძლიერი მეტოქე ჰყავს.

"ეს თამაში რომ დამთავრდა, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ რა ბედნიერები არიან თვითონ ფეხბურთელები, რომ ასეთი უდიდესი სიყვარული დაიმსახურეს გულშემატკივრების. ყველაზე მეტად მიხარია ახალგაზრდების, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, უნდა ჰყავდეთ თავისი გმირები და თავისი გმირები არიან ის პიროვნებები, რომლებსაც უყურებენ დღეს. 

ძალიან მიხარია, რომ ამ ბავშვებს ასე გაუმართლათ და უყურებენ ამ ულამაზეს დღესასწაულს. სულ პატარა ბავშვები, რომლებიც ალბათ, მზად არიან ყველაფრისთვის, რომ სტადიონზე მოხვდნენ და დაინახონ თავისი კუმირები. 

მე ვთვლი, რომ ეს მართლა უდიდესი გამარჯვებაა - მოგველის სერიოზული თამაში ესპანეთთან. რა თქმა უნდა, ძლიან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ, სანამ თამაში დაიწყო. მე მაგალითად, პატარა უპირატესობას ვაძლევ ესპანეთს, მაგრამ მეორე გუნდი, რომელმაც ამ ჩემპიონატზე აჩვენა რაღაც და ძალიან დიდი, გუნდი, რომელიც ალაპარაკებს ინგლისელ, ესპანელ, ფრანგ ჟურნალისტებს - დასაფასებელია. მე ვთვლი, რომ მეორე გუნდი, რომელმაც რაღაც ანახა არასტანდარტული და საინტერესო, იყო საქართველოს ნაკრები“ - ამბობს გუცაევი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა