საქართველოს ნაკრებს უცხოელებიც ქომაგობენ, რადგან კარგი, ლაღი ფეხბურთი დაინახეს - მინაშვილი

სულ ნახვები : 152
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრებს უცხოელებიც ქომაგობენ, რადგან კარგი, ლაღი ფეხბურთი დაინახეს - ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დავით მინაშვილმა განაცხადა.

„ეს ბიჭები რომ ნიჭიერები არიან ვიცით, მაგრამ ნიჭიერი წინა თაობაც იყო, ამათ სხვა რამ აერთიანებთ - განსაკუთრებული თავდადება და განსაკუთრებული ჟინი, ამას ფეხბურთის გულშემატკივარი ხედავს. საქართველო იყო ყველასთვის უცნობი გუნდი, რომელიც „თავხედურად“ შეიჭრა ევროპის ჩემპიონატზე და ერთადერთი დებიუტანტია. გარდა იმისა, რომ შედეგი დავდეთ და მერვედ ფინალში გავედით, იყო სანახაობა. ყველამ აღიარა, რომ თურქეთთან თამაში პირველი ტურის საუკეთესო თამაში იყო. ეს ყველაფერი სიურპრიზი იყო უცხოელი გულშემატკივრისთვის“- აღნიშნა მინაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა