მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს - გიორგი მამარდაშვილი

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც დამხვდა დღეს აეროპორტში, მართლა დასაფასებელია ეს ყველაფერი - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „ტვ.პირველთან“ განაცხადა. 

რაც შეეხება იმას, რომ ის ქვეყანაში დღეს ყველაზე პოპულარული ადამიანია, მამარდაშვილი პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს.

„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს ვინც დამხვდა დღეს აეროპორტში, მართლა დასაფასებელია ეს ყველაფერი, რაც შეეხება [კითხვას], არ ვფიქრობ, რომ პირველი ადამიანი ვარ ქვეყანაში, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, უბრალოდ, თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა მამარდაშვილმა.

რაც შეეხება გეგმებს, მამარდაშვილი აცხადებს, ჯერ კლუბის შეცვლა არ იგეგმება.

„ჯერჯერობით უნდა დავისვენო, ჩემს მომავალს  რაც შეეხება სამი წელი კონტრაქტი მაქვს  დადებული „ვალენსიასთან“ და ჯერჯერობით არაფერი მაქვს დაგეგმილი, შემდეგ ყველა ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ ჩემს მომავალს“, - განაცხადა მამარდაშვილმა.

კითხვაზე.  ელოდა თუ არა ასეთ ემოციურ დახვედრას, აცხადებს რომ ელოდა, რადგან იცის როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი.  მან ასევე მიმართა პატარა გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ საკუთარი თავის რწმენით ყველაფერს შეძლებენ.

„ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ საკუთარი თავის, იშრომონ, ივარჯიშონ და იმ საქმეს მიყვნენ, რაც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“, -აღნიშნა მამარდაშვილმა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ გულშემატკივრები დახვდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სპორტი ► Მეტის ნახვა