ფეხბურთი გაიზარდა, გულშემატკივრობაც კი სხვანაირია, ქომაგები საოცრებებს აკეთებენ გერმანიაშიც კი - დავით მინაშვილი

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვილი სანიოლმა შედეგი დადო და გუნდი სხვანაირად შეკრა - რაც არ უნდა დიდი ვარსკვლავი იყოს, ერთი კვარაცხელია მარტო ვერაფერს იზამდა გვერდზე თანაგუნდელები რომ არ ჰყავდეს, - ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დავით მინაშვილმა განაცხადა.

მინაშვილმა აღნიშნა, რომ გუნდურობა ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია. 

„ქვეყანაში ფეხბურთი გაიზარდა, გულშემატკივრობაც კი სხვანაირია. ქომაგები საოცრებებს აკეთებენ გერმანიაშიც კი. ასევე უფრო მეტად განვითარდა ინფრასტრუქტურა, დღეს უფრო მეტი ცოდნაა ქართულ ფეხბურთში. თან ეს ბიჭები დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოში, გაიზარდნენ ცოტა სხვა პრინციპებზე და ეს ყველაფერი ერთად მოხდა“ - განაცხადა დავით მინაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა