ძალიან დიდი მონდომებით, შემართებით, ვემზადებით - კაკაბაძე ესპანეთთან თამაშზე

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველაფერს ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ რამდენიმე კვირით გავიგრძელოთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა.

„ძალიან პოზიტიური გარემოა, ძალიან დიდი მონდომებით, შემართებით, ვემზადებით. მიუხედავად ძალიან რთული მეტოქისა, ყველამ კარგად ვიცით ესპანეთის ნაკრები რამხელა ძალას წარმოადგენს, ყველაფერს ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ერთად გავიარეთ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე კვირით გავიგრძელოთ“, - აღნიშნა კაკაბაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა