პრეზიდენტი გორში დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა
სულ ნახვები :
250
...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გორში, დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.
პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
ცნობისთვის, 2 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა, რასაც თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი, ემსხვერპლა.