თელავში მოქალაქეები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას „თავისუფლების მოედანი“ შეუერთდნენ

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 4 ივლისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისში პრეს-ბრიფინგი გაიმართა.

თელავში მცხოვრები მოქალაქეები ახლად დაფუძნებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“ შეუერთდნენ.

ორგანიზაციის წევრებმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს რომ:

 „ჩემთვის მაინც ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვაპირებთ ძალიან დიდი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე,“ — ამბობს შენგელი ტოხოსაშვილი, პანკისის ხეობიდან.

„ღია ვართ ყველა პოლიტიკურ, სამოქალაქო ორგანიზაციასთან ან პერსონალურად მოქალაქეებთან ვითანამშრომლოთ თუ ისინი იქნებიან ევროკავშირისა და ნატოსკენ ჩვენი მისწრაფების ერთგულნი,“ — არჩილ მჭედლიშვილი, „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი თელავიდან.

„1. მე ვუერთდები ამ მოძრაობას, რადგან მსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ადამიანის ხმა ესმით, სადაც ყველას ხმას აქვს მნიშვნელობა და სადაც ქვეყნის პირველი პირები ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე.

2. მე ვუერთდები ამ მოძრაობას, რადგან მსურს ვიხილო საქართველო ევროკავშირის წევრად.

3. მე ვუერთდები ამ მოძრაობას, რადგან ვეწინააღმდეგები საქართველოში რუსულ პოლიტიკას, რომელიც ცდილობს შეარყიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, და აღიდგინოს საბჭოური გავლენა.

4. მე ვუერთდები ამ მოძრაობას, რადგან ამ პლატფორმაზე ადამიანებს აერთიანებთ ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა სამართლიანობა, თავისუფლება, ერთიანობა, მშვიდობა, და განათლება“, — თამარ მიქელაძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა