ბაღდათში ოჯახი დააყაჩაღეს - ნაცემი მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როხში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირები სანიკიანების ოჯახში შეიჭრნენ და თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ, - ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს. 

მათივე ცნობით,  ამ დრომდე დაუდგენელი პირები ფიზიკურად  გაუსწორდნენ სახლში მყოფებს, რის გამოც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის კაცი, კლინიკაშია მოთავსებული. 

დაზარალებული ოჯახი კამერასთან საუბრისგან თავს იკავებს. მეზობლების ინფორმაციით კი, სანიკიანების ოჯახში სამი ნიღბიანი შეიჭრა. დაზუსტებით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ნიღბიანებმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, წაღებულია 10 ათას ლარამდე თანხა და ძვირადღირებული ნივთები.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა