რაც შეეხება ერთიან, დიდ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 

 ჩვენ ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად, არა მხოლოდ პარტია „ახალმა“, არამედ იმ პარტიებმა, ვისაც შეუძლია მემარჯვენე, ცენტრისტული, პროდასავლური ძალების შეკრება  - განაცხადა  „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.

გვარამია აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები დიდი პოლიტიკური ცენტრის შესახებ განაცხადს 8 ივლისს გააკეთებენ.

მისივე თქმით, "რაც შეეხება ერთიან, დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება“

"მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს, იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებამდე მივალთ, 8 ივლისამდე იქნება ეს გადაწყვეტილება თუ უბრალოდ განაცხადს გავაკეთებთ და მერე რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაფორმდეს, სხვა საკითხია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად, არა მხოლოდ პარტია „ახალმა“, არამედ იმ პარტიებმა, ვისაც შეუძლია მემარჯვენე, ცენტრისტული, პროდასავლური ძალების შეკრება და ამ ყველაფრისგან გაკეთება ე.წ. გეიმჩეინჯერის, ანუ იმის, ვინც იქნება ლიდერი გამარჯვებული კოალიციის“ - ამბობს ნიკა გვარამია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა