37 მილიონი სამი კონცერტისთვის - „ქართული ოცნების“ მიერ ბიუჯეტის ფლანგვა გრძელდება

სულ ნახვები : 367
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართულმა ოცნებამ“ 37 მილიონი დახარჯა 3 კონცერტისთვის - აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ მხოლოდ 15 მილიონი ლარი შეადგინა.

ფაქტს ოპოზიციაში არასარაციონალურ ფულის ხარჯვად აფასებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტები უნდა აფინანსებდნენ მსგავს კონცერტებს.

„როდესაც ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და არის უამრავი გაჭირვებული ადმიანი მთავრობა ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობა ხშირად უსახსრობას იმიზეზებს. ამის ფონზე სახელმწიფომ დახარჯოს მილიონობით ლარი სუბსიდიაზე, იმ კონცერტებზე შემოსავალიც ამის ნახევარიც არაა ეს არის თანხების არარაციონალურად ხარჯვა.

წესით, ქვეყანა იმდენად მიმზიდველი უნდა იყოს და ისეთი ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს, რომ მაღალბიუჯეტური ტურისტები უნდა შემოდიოდნენ. წესით, ტურისტების მიერ დახარჯული ფული უნდა ასუფსიდირებდნენ და  აფინანსებდნენ მსგავსი კონცერტების გამართვას“ , - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა