ქოცების, ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გრავიტაციის ცენტრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის პრობლემა ექნება ყველას, გახარიასაც - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ქოცების, ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გრავიტაციის ცენტრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის პრობლემა ექნება ყველას, გახარიასაც - ამის სესახებ ახალის თამათავმჯდომარე ნიკა გვარამია საუბრობს:

" ქოცების, ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გრავიტაციის ცენტრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის პრობლემა ექნება ყველას, გახარიასაც, გახარია 5 პროცენტს ქვემოთ არის. წარმატებას ვუსურვებ მას, თუ ის ბიძინა ივანიშვილის მთავრობისკენ არ გადაბარგდება არჩევნებიდან შემდეგ დღეს, მანამდე ალბათ, არ გადაბარგდება,  იმიტომ, რომ სჭირდება ოპოზიციური ხმები. მაგრამ მე არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა, თუ მაგალითად, მას შესთავაზებენ პრემიერ-მინისტრობას ბიძინა  ივანიშვილის კაბინეტის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იზამს"-ამბობს ნიკა გვარამია.

კითხვაზე, გახარია შესაძლოა თუ არა, რომ დათანხმდეს ივანიშვილის კაბინეტის პრემიერობას, როცა გადადგა ნიკა მელიასთან დაკავშირებული პროცესების გამო, ამაზე გვარამია აცხადებს, რომ „ეგ არ არის მტკიცებულება იმისი, რომ არ იქნება, თუმცა რაღაც ვარაუდებს აჩენს, რომ ალბათ, არ იქნება“.

"მე ახლა, მამუკა ხაზარაძეში და ბადრი ჯაფარიძეში რომ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იქნება, ეგრე გახარიაში არ ვარ, თავისთავად ცხადია. მე ვხედავ განცხადებებს, შინაარსებს, ვხედავ რას აწერენ ხელს და რას არ აწერენ, მე ვხედავ რატომ აწერენ და რატომ არ აწერენ, მე მაქვს ჩემი დასკვნების გაკეთების უფლება, თუმცა წინასწარ არაფერზე არ ვმსჯელობ" - ამბობს გვარამია.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა