საზოგადოება ითხოვს, რომ მოვხსნათ ამ სისტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს - ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

"მართლმსაჯულების სახლის" დასკვნითი ღონისძიებას ქობულეთში საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა, რომელმაც მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"სამართლიანობა არის, როდესაც შენ იცავ შენ ქვეყანას, დიდი ქვეყნის წინააღმდეგ. სამართლიანობა არის, როცა შენ გინდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ქვეყანაში იმის საშუალება, რომ განვითარდეს და ამას ემსახურებით თქვენ, ამას ემსახურება "მართლმსაჯულების სახლი", ამას ემსახურება ჩვენი პარტნიორი, ევროკავშირი, როცა გვთხოვს თავის არაერთხელ გაცემულ რეკომენდაციებში, რომ გამართეთ ეს სისტემა. ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, რომ მოვხსნათ ამ სისტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს და ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემის საფუძვლები შეესწავლათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა