თავდაცვის ძალები არის ერთი დიდი ოჯახი და გვერდში დავუდგებით დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს - ჩიქოვანი ავიაკატასტროფაზე

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გორში კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ იქნეს სრულად გამოძიებული ეს ინციდენტი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს გვერდში დაუდგებიან.

"მინდა სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, ახლობლებს, რა თქმა უნდა, ოფიცრებს და ჯარისკაცებს. ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც ძალიან დიდი ტკივილია, მათ შორის, ჩემთვისაც ძალიან დიდი ტკივილია ის დანაკარგი, რომელიც გვაქვს თავდაცვის ძალებში. ეს ტრაგედია არის უმძიმესი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ იქნეს სრულად გამოძიებული ეს ინციდენტი. მეორეს მხრივ, ვიტყვი იმასაც, რომ, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები არის ერთი დიდი ოჯახი და ჩვენ გვერდში დავუდგებით დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი  მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა, რამაც მფრინავის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა