ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი.. ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა - ბურჭულაძე

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, გორში კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა და დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც ბურჭულაძემ მედიასთან განაცხადა, ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში. 

მისი თქმით, "ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი".

„მინდა მივუსამძიმრო ჩვენ თავდაცვის ძალებს ჩვენი დაღუპული გმირის, ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბაშვილის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, ავიაციის სარდლობას. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი. მე მინდა, ვთხოვო საზოგადოებასა, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ორ თეორიულ ვერსიაზე ერთი, არის, რომ შესაძლოა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო საფრენი აპარატი და მორე ის, რომ შეიძლება შეცდომა დაეშვა ჩვენ პილოტს. ამ ორი ვერსიის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომელიც არის ის, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში. ვიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს მაგალითი, რომ დავაფასოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არა მარტო იმიტომ,რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ ან იღებენ მონაწილეობას, არამედ იმიტომაც, რომ მათი ყოველი დღე არის რისკის მატარებელი, ისინი თავანთ სიცოცხლეს ყოველდღიურად გაიღებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - თქვა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი  მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა, რამაც მფრინავის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა