ავიაკატასტროფაში დაღუპული სამხედრო მფრინავი გორში სამხედრო პატივით დაკრძალეს
სულ ნახვები :
134
..
ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავი, კახაბერ ზურაბაშვილი, გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ცნობისთვის, ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა, რამაც მფრინავის სიცოცხლე იმსხვერპლა.