თბილისში კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს რვა ადამიანი დაესხა
სულ ნახვები :
219
..
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
დაჭრილი კურიერის დედა აცხადებს, რომ კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.
როგორც ფორმულასთან ამბობს, მისმა შვილმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად მას 8 ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.