„ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადება ძალიან სამარცხვინო ქმედებაა ამერიკელების მხრიდან - ნიკოლეიშვილი

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადებას სამარცხვინო საქციელს უწოდეს ამერიკელების მხრიდან.

მისი თქმით, „ახლა ვიღაცის უგუნური პოლიტიკის გამო ჩვენ გვეუბნებიან იმას, რომ იცით, თქვენთან სწავლებას არ ჩავატარებთ".

„ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადება, ეს არის ძალიან სამარცხვინო ქმედება ამერიკელების მხრიდან, ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვუმტკიცეთ, ვამბობთ, რომ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, რას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს შერცხვენილი და პირნათელი წარდგეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. თუმცა, სამწუხაროდ, ვხვდებით ჩვენ პირიქით ნაბიჯებს. ამის დადასტურებაა ის, რომ გვეუბნებიან, არ მივიღებთ მონაწილეობას ამ სწავლებაში ამერიკელებთან ერთად. 

სამხედრო საკითხების პოლიტიკასთან დაკავშირება ყოვლად მიუღებელია იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიღაცები გვეუბნებიან, რომ დემოკრატია უნდა განვითარდეს ამ ქვეყანაში და გნებავთ, მთელ მსოფლიოში. მაშინ, რა პირით უნდა შეხედონ თუნდაც ამერიკელებმა ჩვენს სამხედროებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ერაყში, ავღანეთში. ვინმემ არ მითხრას ახლა, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესების მატარებელი იყო. ეს იყო ჩვენი დადასტურება საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების წინაშე და ამიტომაც ვიღებდით იქ მონაწილეობას. რამდენი ახალგაზრდა დაგვეღუპა, რამდენი დაგვისახიჩრდა, ზოგმა თვალი დაკარგა, ზოგმა - ხელი, ზოგმა - ფეხი! და რის გამო? იმის გამო, რომ ჩვენ ღირსეულად წარვმდგარიყავით ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ახლა ვიღაცის, უკაცრავად, უგუნური პოლიტიკის გამო ჩვენ გვეუბნებიან იმას, რომ იცით, თქვენთან სწავლებას არ ჩავატარებთ. ამით ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, მოდით პირდაპირ შევხედოთ! დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც ამერიკელების გვერდით, მხარდამხარ იბრძოდა ერაყში იმ რაოდენობით, იმ პროცენტული მაჩვენებლით, როგორც - ჩვენ! ან ის ქვეყანა დამისახელეთ, რომელმაც ასეთი დანაკარგები მიიღო და ასე გვიხდიან ჩვენ მადლობას?!“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა „იმედის" ეთერში.

„ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადებასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გუშინ, 5 ივლისს, გაავრცელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა