პენსიონერები მიიღებენ მათი შემოსავლის პროპორციულად გაცილებით უფრო მეტ და ღირსეულ პენსიას - წილოსანი

სულ ნახვები : 562
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არ გვაძლევს სწორ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ქვეყნები დიდი ხანია, გადასულია დაგროვებითი პენსიის სისტემაზე, რაც რა თქმა უნდა, აძლევს საშუალებას თითოეულ პენსიონერს, რომ ჰქონდეს უფრო ღირსეული პირობები და თავისთავად, შემოსავალი, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ნინო წილოსანი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით.,

მისი თქმით, კვლევა საუბრობ იმაზე, რომ ევროკავშირი პენსიონერებს უფრო მეტი პენსია აქვთ ვიდრე საქართველოში, რაც ისედაც ცხადი და ნათელია ყველასთვის. წილოსანის განმარტებით დაგროვებითი პენსიის სისტემა, რომელიც ამოქმედდა საქართველოში უზრუნველყოფს, რომ ქართველ პენსიონერებს ჰქონდეთ მაღალი პენსია.

„გაუგებარია, რას ემსახურება კვლევა - თუ ამ კვლევას უნდა ეთქვა, რომ ევროკავშირში უფრო მეტია პენსიის მოცულობა, ალბათ, ეს ისედაც ვიცოდით. ამასთანავე, არ გვაძლევს სწორ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ქვეყნები დიდი ხანია, გადასულია დაგროვებითი პენსიის სისტემაზე, რაც რა თქმა უნდა, აძლევს საშუალებას თითოეულ პენსიონერს, რომ ჰქონდეს უფრო ღირსეული პირობები და თავისთავად, შემოსავალი. ის ფაქტი, რომ საქართველოს რეფორმების ფარგლებში, ჩვენც გადავედით დაგროვებით სისტემაზე და გარკვეული წლების შემდეგ, მოგვცემს მოცემულობას, რომ ჩვენი პენსიონერები მიიღებენ მათი შემოსავლის პროპორციულად გაცილებით უფრო მეტ და ღირსეულ პენსიას, რა თქმა უნდა, ეს პოზიტიური აქცენტი, სამწუხაროდ, ამ კვლევაში არ იკვეთება“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა