ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სულ ნახვები :
163
...
ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 3,6 მლნ ლარის ღირებულების პროექტს გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.
ჩატარებული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რომლის შედეგად 2755 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც ხარისხიან მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.