სუს-ი ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო მკვლელობის სცენართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 3,351
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, იძიებენ საქმეს, რომელიც ეხება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძია ივანიშვილის შესაძლო მკვლელობის მცდელობას.

უწყების ცნობით, აღნიშნულთან მიმართებაში არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა გარკვეული კავშირი იყოს უკრაინაში მყოფ, ყოფილ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“, - ვკითხულობთ  განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა