ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
სულ ნახვები :
358
...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის ახალი კურსი დაადგინა.
უწყების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, ხვალიდან 26 ივლისიდან, ერთი აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში -2.7160 ლარი იქნება, ევროსთან – 2.9469 ლარი, ხოლო ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში – 3.4979 ლარი.
რაც შეეხება, ლარის დღევანდელ, 25 ივლისის კურსს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი ასე გამოიყურება, ერთი ამერიკული დოლარი 2.7152 ლარი ღირდა, ევრო – 2.9446 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5045 ლარი.