რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
სულ ნახვები :
291
...
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, 47 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციები. დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებს.