დღეს ერგნეთში შეხვედრა გაიმართება
სულ ნახვები :
130
...
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, მორიგი, რიგით 121-ე შეხვედრა გაიმართება.
მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს.
ქართული მხარე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.