უკრაინა-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრის - უკრაინა-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე, დღეს, 12:00 საათზე დაიწყება | მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება

„ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, -  წერს ეროვნული ნაკრები

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა