რა უნდა იცოდნენ საჯარო სექტორში დასაქმებულებმა?

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმ პირებს, რომლებსაც მოსთხოვენ პოლიტიკური ნიშნით დავალებებს შესრულებას აჯარო სამსახურებში, ან ამის ფონზე, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას, სრული უფლება გააჩნიათ, რომ ყოველივე ამას შეეწინააღმდეგონ.

ქურდოვანიძის თქმით, ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მომზადებულ ანგარიშში, მოხვდა ფაქტები, რომლებიც ბადებს ეჭვებს, რომ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება სამსახურებიდან მოხდა, პოლიტიკური ნიშნით, რაც არის კანონდარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

„არ შეიძლება, რომ საჯარო მოხელეების რესურსი გამოყენებული იყოს საარჩევნოდ და ხელისუფლება ცდილობდეს მათ ჩართვას საარჩევნო პროცესებში, ეს არის კანონმდებლობით აკრძალული, ჩვენ სკოლების, საბავშვო ბაღების და ზოგადად საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების გამოყენების პრაქტიკებზე წინა ანგარიშებშიც, წინა საარჩევნო ციკლებშიც ვსაუბრობდით ხოლმე, ახლა რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ეხება სამსახურიდან გათავისუფლების უკანონო ფაქტებს, რომელიც ასევე  შეიძლება უკავშირდებოდეს დისკრიმინაციას, პოლიტიკური პირების, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა შეხედულებების, რომელიც არ იყო თავსებადი მმართველი პარტიის პოლიტიკურ შეხედულებებთან. ასეთმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ სრული უფლება, რომ ეს არ გააკეთონ და მათ აქვთ სრული უფლება, რომ არ დაემორჩილონ მითითებას და მუქარას", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა