მთავრობამ საპატრიარქოს თბილისსა და მცხეთაში სამი მიწის ნაკვეთი გადასცა

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთავრობა საპატრიარქოს სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს. 13 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებების მიხედვით, ორ ნაკვეთს საპატრიარქო პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს, ერთს კი უსასყიდლოდ, 99-წლიანი სარგებლობის უფლებით.

პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერული  განკარეგულების თანახმად,  საპატრიარქოს გადაეცემა:

გორის სოფელ ყელქცეულში - 215 389 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი;

თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა #41ა-ში მდებარე 1004 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები ( სამი ნაგეგბობა) - 1 ლარად.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში 5670 კვ/მ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი -  1 ლარად.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა