საზარელი მკვლელობა! ადამიანობის უარყოფა! - სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძეზე

სულ ნახვები : 480
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსახიობის და მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ზურაბიშვილი მომხდარს საზარელ მკვლელობას და ადამიანობის უარყოფას უწოდებს.

 „საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც  გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში დანით მოკლეს. მომხდარზე 26 წლის ბექა ჯაიანია დაკავებული. მკვლელობის ოფიციალური მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა