ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი - გია ჯაფარიძე

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი და უნდა ჰქონდეს სწავლის ისეთივე პირობები, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ, ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის"

ლიდერმა გია ჯაფარიძემ თსუ პირველი კორპუსის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

მისი თქმით, 26 ოქტომბერს ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, რადგან უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში.

„11 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ სტუდენტთან მქონია კომუნიკაცია, სწავლების გარდა, ჩვენ გვაქვს ასევე სხვადასხვა აქტივობები, სადაც მაქვს ხოლმე საშუალება, მათ პრობლემებზე ვესაუბრო და მხოლოდ მოკლე ჩამონათვალს წარმოგიდგენთ:სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა, განსაკუთრებით, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. რადგან ბინის ქირა ძალიან მაღალია, სტუდენტებს უწევთ სხვადასხვა ადგილას მუშაობა და ეს სამსახური, უმეტესწილად, საღამოსაა ხოლმე, რის გამოც სტუდენტები მეორე დღეს არიან გადაღლილები და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ლექციებზე ეძინებათ.

ათვისების უნარი დაბალია, რადგან გადაღლილი გონება ვერ ითვისებს იმ მასალას, რაც სტუდენტს სჭირდება, ამასთან, ამ სამსახურებიდან შემოსავალი ძალიან დაბალია. დიდი პრობლემაა კვების პრობლემა, სტუდენტთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებება, ამასთან, ცალკე საკითხია საკვების ხარისხი, რადგან სტუდენტებს არა აქვთ საშუალება, შეიძინონ მაღალკალორიული საკვები.

ასევე არსებობს სტუდენტთა უსაფრთხოების პრობლემა: ძალიან ბევრი სტუდენტი საუბრობს იმაზე, რომ კრიმინალი გაზრდილია და ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემის წინაშე დგანან.

კიდევ ერთი პრობლემა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელიც არანაირად არ არის მორგებული, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, სტუდენტებს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ ევროპის კავშირის სასარგებლოდ: ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი და ქართველ სტუდენტს უნდა ჰქონდეთ სწავლის ისეთივე პირობები, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ. ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი: ან ჩვენ  ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, ვიდრე დღეს არის, რადგან ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა