რომელ მუხლებს შეეხება „ქართული ოცნების“ ამნისტია?

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც მითითებულია სისხლის სამართლის თუ სხვა ტიპის დანაშაულის შემცველ, რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია, რომელიც მმართველმა პარტიამ დააინიცირა და 17 სექტემბერს პარლამენტში, 84 ხმით მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ ამნისტია 6000 -მდე მსჯავრდებულსა და 7000-მდე პრობაციონერს შეეხება.

„ამნისტიის კანონი” სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს მოიცავს და ვრცელდება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებაზე, ასევე პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.

ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩაიდინეს.

ცალკეული მუხლების შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის დაზარალებულის თანხმობაა აუცილებელი, თუმცა თუ პირი ვერ მოიპოვებს ამნისტიაზე დაზარალებულის თანხმობას, მასზე მაინც გავრცელდება სასჯელის შემცირება უფრო ნაკლები ოდენობით.

ცალკეულ შემთხვევებში ამნისტიის გავრცელების პირობას წარმოადგენს განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არქონა. ნარკოტიკულ დანაშაულებზე მიუხედავად ნასამართლობისა[1] მაინც ვრცელდება ამნისტია. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებასთან ერთად აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ზოგიერთი უფლება.[1]

უმეტეს შემთხვევაში ორი მესამედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე ქალს.

კანონით გათვალისწინებულია დანაშაულთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომელზეც არ გავრცელდება ამნისტიის არცერთი მუხლის მოქმედება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრული ინფორმაცია ამნისტიის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა