საქართველოში ადამიანის სიცოცხლეს არაფრის ფასი აღარ აქვს - ნატო ხუტაშვილი

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დიდი დიღომში მოკლული, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მან იცოდა მოკლულისგან, რომ ის ე.წ. ტოქსიკურ ურთიერთობაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში და კანონი არის გასამკაცრებელი, რომ ადამიანის სიცოცხლის დაფასება მოხდეს.

ხუტაშვილი ასევე აცხადებს, რომ მოძალადე შვილებს ზრდიან ისეთი დედები, რომლებსაც არ გააჩნიათ ემპათია და ამას ღიად აფიქსირებენ.

„საქართველოში ადამიანის სიცოცხლეს არაფრის ფასი აღარ აქვს, ამ ქვეყანაში. უნდა გამკაცრდეს აუცილებლად კანონი, რომ ადამიანის სიცოცხლეს დაედოს ფასი. ასეთ მოძალადეებს ზრდიან ისეთი ქალები, რომლებიც კომენტარებში წერენ, რომ აქამდე იყო მოსაკლავი ადე, ისე და ათას სისულელეს. ყველა ადამიანს აქვს თავისი არჩევანის უფლება. კესო დადიოდა ჩემთან ხშირად სახლში, ბოლო პერიოდში მხოლოდ მიმოწერა გვქონდა და ვიცოდი, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო.

ასე არ შეიძლება, ეს უნდა შეწყდეს. გაზარდეთ ქალებო კაცები, ნუ ზრდით ლაჩრებად", - აცხადებს ნატო ხუტაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა