მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ - მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ აქეთ, რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი წერს.

მისი თქმით, ძალიან მძიმეა აღსაქმელია ეს და ყველა მსგავსი ფაქტი, რომელიც მომხდარა და შემდგომში შეიძლება მოხდეს.

„არის ორი დიდი  გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება.

ამ დიდ ტკივილშიც  არის  ისევ დიდი სხვაობა.

არის ადამიანი  რომელიც თავისი სიკვდილით კვდება  და გტკივა  გაუსაძლისად.

არის ტკივილი,  ვინმე მხეცი მოგიკლავს  ახლობელს თუ ოჯახის წევრს, როცა  სრულიად არ ელოდები მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს.

ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია ვიდრე  ის ტკივილი  რომელიც  აღვნიშნე.

ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი.

როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერებას ასე  უმოწყალოდ   მოექცე, ამაყობდე შენში რომ მისნაირი მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ  და ამავე დროულად  გრცხვენოდეს შენი საქციელის.

ძალიან მტკივა ის ყველა სისხლის წვეთი  რომელიც სხვისი ხელით მხეცურად  დაიღვარა, იღვრება და დაიღვრება.

სისასტიკეა  როცა შენ ფიქრობ სახელმწიფო გიცავს,  მაგრამ  მას შენთვის არ სცალია და ჰკიდიხარ.

ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს,

გუშინ აქეთ რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა.

მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ ვიცი შენ სხვებს არ გავხარ.

ან რატომ არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც მეც შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ.

ღმერთმა თავად ხომ  ყველაზე კარგად იცის  ვის ქმნის და რატომ ქმნის.

მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ", - წერს მაჩალიკაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა