ვუკავშირებ კანონის მიღებას - ელისო რუხაძე

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს საზარელი მკვლელობა ნამდვილად უნდა შეფასდეს როგორც ფემიციდის ფაქტი - ასე ეხმიანება ქალთა უფლებადამცველი, ელისო რუხაძე მსახიობის და მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობას.

მისი თქმით, ეს არ არის ცალსახა, კლასიკური ფემიციდის ფაქტი. ის ასევე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზეც, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ 17 სექტემბერს.

„ეს არ არის ცალსახა კლასიკური ფემიციდი, მიუხედავად იმისა, რომ კესარია აბრამიძის განცხადებები იყო ბოლო პერიოდში ის, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი ქალი და ამას საჯაროდ აცხადებდა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ასევ მიმართული ჰქონდა შსს-თვის, მიუხედავად ამისა მისი დაცვა, როგორც სახელმწიფომ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებმა, ჩვენ მოვისმინეთ მისი მეზობლების კომენტარები, ვერ შეძლო. ვინაიდან ჩვენ გვჯერა, რომ თუ ჩვენ არ გვეხება, ეს არ არის საზოგადოების ან ვინმეს საქმე და სახელმწიფოს წარმომადგენლებსაც, ხშირად პოლიციელებსაც სჯერათ, რომ ზედმეტად არ უნდა ჩაერიონ მსხვერპლის დაცვის საკითხში. ვუკავშირებ კანონის მიღებას, ვინაიდან კანონი, რომელიც მიიღეს 17 სექტემბერს ხელისუფლებამ, ნამდვილად ახალისებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულს", - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა