შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

სულ ნახვები : 74
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია ქართული ოცნების წინააღმდეგ კანონის დარღვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამის გამართლება, - ამის შესახებ დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებზე, იქნება ასეთივე კანონდარღვევა, მმართველ პარტიასთან მიმართებაში.

„ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც ტელევიზიების, ისე „ენჯეობის“ განცხადების საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რაც არის იმის დასტური, რომ საგარეო ჩარევას არჩევნებზე აქვს მავნე შედეგი

კერძოდ: ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია ქართული ოცნების წინააღმდეგ კანონის დარღვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამის გამართლება. ამიტომ, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია ისევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან დარღვევის გამართლების დაგმობაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა