ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა - ლევან მეტრეველი

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან მეტრეველის განცხადებით, რომელსაც დღეს, 6 ოქტომბერს კარდენახში თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აქვს.

ამის შესახებ მან, „ნიუ ჰოსპიტალის“ დატოვების შემდგომ განაცხადა.

„მე ექიმი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა, სახეზე მატყობთ მარჯვენა მხარეს ასიმეტრიას, მაქვს სერიოზული ჰემატომა. რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას ჯერ არ ვიცი, კომპიუტერული ტომოგრაფია გადაღებულია და ველოდები პასუხს, რის მიხედვითაც გადაწყდება დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ“, - განაცხადა მეტრეველმა.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა