ამას არ ექნება არავითარი პოზიტიური შედეგი - დეკანოიძე თავდასხმაზე

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალადობა და ასე ორგანიზებული ტიტუშკების მიქსევა არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც მუდმივად ახორციელებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ახლა განსაკუთრებით იციან, რომ 26 ოქტომბერს გადამწყვეტ არჩევნებზე, პრაქტიკულად, მათი ხელისუფლება ჩამოიშლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, - ასე ეხმიანება, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ენმ-ს წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

დეკანოიძის თქმით, არავის არ ეშინია მმართველი პარტიის არც მუქარის და არც თავდასხმებს.

 „ამიტომ ჩვენი თანაპარტიელებზე თავდასხმა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ რაღაც ოდნავი შიში შეიტანონ ადამიანებში. თუმცა, რა თქმა უნდა, არავის ეშინია მათი, და განსაკუთრებით მინდა, გავაფრთხილო ზუსტად ეს ზონდერ-ჯგუფები „ქართული ოცნების“, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველა სისხლის სამართლის და სხვა მიმართულებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებთან მივარდნა და ოპოზიციური პარტიების დაშინების მცდელობა არ გამოუვათ და ამას არ ექნება არავითარი პოზიტიური შედეგი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა