თვითნებობა და კანონდარღვევა - პაპუაშვილი კრიტიკულ ტელევიზიებზე

სულ ნახვები : 69
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ტელეკომპანიებს (მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი), რომლებიც თავიანთ საეთერო ბადეში არ სვამენ მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპს, კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა დღეს, 6 ოქტომბერს ისაუბრა. ის ასევე შეეხო სადამკვირვებლო მისიების მუშაობასაც და ეჭვქვეშ დააყენა მათი დასკვნები.

„ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასტური მათი პარტიულობის შესახებ, ვინაიდან ისინი არათუ ამას როგორც დარღვევას ასახავენ, არამედ ახალისებენ და იწონებენ ამ დარღვევას. გავეცანი ამ ფაქტის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეფასებას .ეს ის ენჯეოები არიან, რომლებმაც 2020 წელს, 4 ნოემბერს ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი როგორც პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ, თითქოს შედეგები გვიან გამოქვეყნდა, თითქოს უბნების 8%-ში იყო დისბალანსი და ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე მისცეს ოპოზიციას საბაბი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის. ახლაც ვხედავთ, თუ საით მიდიან ეს ენჯეოები. ეს არის პირველი ყალბი დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ყალბი დასკვნა გამოაქვეყნა, რითაც მოუწოდა, რომ ეს საარჩევნო რგოლი არ გაუშვან და დარღვევა გაამართლა. ეს აჩვენებს პირდაპირ რისთვის ემზადება ეს ე.წ. დამკვირვებელთა ჯგუფი ამ არჩევნების დროს და მოლოდინი არის, რომ 26-ში ან 27-ში იქნება იგივე სიყალბე. კანონის დარღვევა იწვევს შედეგს. იმისთვის, რომ არ იყოს სანქციები კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა. ცალსახაა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის თვითნებობა, რომელსაც სამი ტელევიზია ჩადის და ეს აჩვენებს იმას, რომ უნდათ არათანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა