თითოეული ქარდი იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია - პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოზე

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თითოეული ქარდი იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია და მანიპულაცია, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ რამდენიმე ქარდს.

მისი თქმით, აღნიშნული ქარდებით საელჩო დეზინფორმაციის გამავრცელებელი გახდა.

„მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. სამწუხაროდ აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი, რაც რა თქმა უნდა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა მან.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა