ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ფაქტი - ლევან სანიკიძე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაზე

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან მიხარია, რომ დღეს მოგმართავთ საქართველოს ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური ცენტრიდან, მცხეთიდან, სადაც ჩვენ ვხვდებით ჩვენს ამომრჩევლებს და ვესწრებით მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას. პრეზიდენტის, რომელიც დღეს უკანონო პატიმრობაშია, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი და ეს უკვე აღიარა მთელმა მსოფლიომ, - ამის შესახებ დღეს, 6 ოქტომბერს ენმ-ს პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სამარცხვინო ფაქტი არის, რომ სააკაშვილი დღეს საპატიმროშია.

„ევროპის სახალხო პარტიის ბოლო რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ფაქტი, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში და ის გასამართლებული ჰყავს ფარცხალაძის ეფესბესთან მოთანამშრომლე პროკურატურას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ზუსტად 20 დღეში, 26 ოქტომბერს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის უარს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რევიზირებას. ის ღალატი, რომელიც დღეს საქართველოში ხდება, აუცილებლად უნდა დასრულდეს, მაგრამ ამისთვის ყველა ჩვენგანის ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების რევიზირებას, ამისათვის აუცილებელია გაწევრიანდეთ და გახდეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მოხალისე. მიმართავ ჩვენს ყველა აქტივისტს, ადამიანებს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ხელისუფლებას. ერთად უნდა გავატაროთ ეს დღეები ყველამ და 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე ვიზეიმოთ ქვეყანაში ახალი კოალიციური ხელისუფლების ფორმირება, სადაც მიხეილ სააკაშვილს და „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ლოკომოტივის როლი და ფუნქცია“, - განაცხადა მან.

  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა