ძალიან ცოტა დრო დარჩა პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებამდე - ბოკუჩავა

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან ცოტა დრო დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებამდე, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე, გამარჯვებამდე, ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაბრუნებამდე, - ამის შესახებ დღეს, 6 ოქტომბერს, ენმ-ს ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.

ბოკუჩავამ დღეს, ასევე მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ გახდნენ მოხალისეები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“.

 „ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიყო აქ მცხეთაში პრეზიდენტი სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე ქალბატონ გიული ალასანიასთან, პრეზიდენტის დედასთან ერთად, რომელიც ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის გახდა ერთგულების, ბრძოლის, თავდადების, პატრიოტიზმის მაგალითი, როდესაც პრეზიდენტის ამ უკანონო, უსამართლო პატიმრობის ფონზე, პრაქტიკულად მასაც უწევს სასჯელის მოხდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად.  მაგრამ ძალიან ცოტა დრო დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებამდე, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე, გამარჯვებამდე, ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაბრუნებამდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დავასრულოთ სიღატაკის პოლიტიკა, ადამიანების და საზოგადოების დაყოფის პოლიტიკა. პოლიტიკა, სადაც ოპოზიციას ემუქრება განადგურებით და სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფო აქცია, პოლიტიკურ სასჯელს იხდის სწორედ საქართველოს წარმატებისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას მოვუტანთ ევროპულ კეთილდღეობას.

პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივით ასევე მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით დარეგისტრირდნენ მოხალისეებად, ეს არის არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და თითოეული თქვენგანის ბედს, თითოეული თქვენგანის მომავალს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ახალგაზრდებმა თქვან, მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალურად მობილიზაციისკენ, ეროვნული მობილიზაციისკენ, ახალგაზრდების მობილიზაციისკენ და გთავაზობთ ჩვენი მოხალისეების პროგრამას, რომელზე დარეგისტრირებაც შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა იმარჯვებს!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა