რუსეთთან ფლირტი - ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოცნების განცხადებებზე“

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთი მხრივ, კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსეთთან ფლირტი, ასეთი უცნაური განცხადებები, ბოდიშის მოხდაზე და ა.შ., - ამის შესახებ დღეს პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის რიტორიკიდან გამომდინარე რთულად დასაჯერებელი ხდება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის რიტორიკას.

 „საბოლოო ჯამში, იმგვარ ფონს ქმნის, რომ არადამაჯერებელია ასეთი პოზიცია. მაშინ, უბრალოდ, უცნაურად გამოიყურება ყველაფერი, რასაც მანამდე ამბობდნენ. როცა ამერიკას ეჩხუბები და იწონებ ლავროვის განცხადებებს და ბოდიშების მოხდას აპირებ, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ გინდა რუსეთთან დალაგდე. რადგან ისინი ამბობენ, რომ ყველა ვარიანტში უნდა აღიაროთ ოკუპირებული ტერიტორიებიო, აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ალბათ „ქართული ოცნება“ აღიარებას აპირებს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა