ბათუმში, 6 მაისის პარკში, 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება, ამას არ დავუშვებთ - ლევან ანთაძე
...
„ბათუმელების ერთ-ერთი უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი, 6 მაისის პარკი, სამწუხაროდ, ივანიშვილის სამიზნე გახდა, არჩევნების შემდგომ აქ იგეგმება 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ
ლევან ანთაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს განხილვა ზოოპარკის გაუქმებასთან დაკავშირებით, რის უკანაც კორუფციული ინტერესები დგას.
„ჩვენი ინფორმაციით, შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდგომ იგეგმება 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა პარკის ტერიტორიაზე, რაც იქნება კიდევ ერთი ბეტონის ფარდა.
ჩვენ ღიად ვაცხადებთ და გარანტიას ვაძლევთ ბათუმელებს, რომ ამ მზაკვრული მიზნის მიღწევას ვერ შეძლებენ.
ჩვენ მოსახლეობასთან და საკრებულოსთან ერთად შევძლებთ:
ზოოპარკი გადავიტანოთ ქალაქგარეთ;
პარკში, ზოოპარკის ტერიტორია იქნება მხოლოდ მწვანე, სარეკრეაციო ზონა და მკაცრად განისაზღვრება მისი სტატუსი;
აღდგება ამ პარკის ტრადიცია და სანიჩბოსნო სპორტი გახდება ამ პარკის კულტურის ნაწილი”,- განაცხადა ლევან ანთაძემ.