მე სამწუხაროდ ველოდი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას  - თამარ ჩუგოშვილი

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის ყოფილ  ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მთავარი არხის ეთერში საუბრობს.

ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

"მე სამწუხაროდ ველოდი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩემი წინა გამოცდილება მათთან, როდესაც იმპიჩმენტის საკითხს განვიხილავდით შემობრუნდა. ერთი არის, როდესაც გარედან აკვირდები პროცესებს და მეორეა როცა თავად იქ ხარ და დინამიკას ხედავ მოსამართლეებსა და მხარეს შორის. თვითონ მოსამართლე როგორ ექცევა მხარეს და ა.შ. ძალიან ბევრი რამ ჩანს ამ დროს.

იმ გამოცდილების მერე, რა თქმა უნდა არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. თუ იმპიჩმენტს შეაჩერებდნენ ეს იქნებოდა ქართული ოცნების გადაწყვეტილება და არა სასამართლოსი" - თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა